Thursday July 20, 2017

თანამშრომელთა შერჩევა

ცენტრის თანამშრომელთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. შემუშავებული სპეციალური განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნებ იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ორგანიზაციების  ტერიტორიული სამსახურებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობებსა და რწმუნებულის ოფისებში) და ვებ–გვერდებზე (მათ შორის www.taoba.ge, www.jobs.ge). ამას გარდა, კანდიდატების ინფორმირების მიზნით შედგება ვიზიტები შესაბამის სოფლებში, რაც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მიიღონ კონკურსის შესახებ.

დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან როგორც ტესტირებას, ასევე გასაუბრებას რის შემდეგაც გამოვლინდება 600 ადამიანი, რომელთაგან 300 ორ-კაციანი კომპიუტერული ცენტრი დაკომპლექტდება.


View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box