Thursday July 20, 2017

„კომპიუტერის ცოდნის გავრცელება საქართველოში“

ინფორმაცია პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით ხორციელდება პროექტი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას.

პროექტის მიზნის მისაღწევად საქართველოს 300 უმსხვილეს სოფელში შეიქმნება კომპიუტერული ცენტრები, რომელთა საშუალებით მოხდება:

1.საგანმანათლებლო საქმიანობა – კომპიუტერის ცოდნის გავრცელება;

2.კომპიუტერისა და ინტერნეტის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების პოპულარიზაცია;

3.კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

1.საგანმანათლებლო საქმიანობა და კომპიუტერის ცოდნის გავრცელება

კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, on-line გაკვეთილებს, შემეცნებითი ფილმების ჩვენებას, მარტივი ვებ–გვერდების აწყობის შესწავლას, პროგრამირების საფუძვლების სწავლას, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის ძიებას და სხვ.  ამ მოდულის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლოს მარტივი ოპერაციების განხორციელება კომპიუტერის საშუალებით და სასურველი ინფორმაციის მოძიება; 

2. საინფორმაციო-ტექნოლოგიების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების პოპულარიზაცია

ამ მოდულის ფარგლებში ცენტრი ორიენტირებული იქნება ისეთი საკითხების სწავლებაზე, რაც მოსახლეობას დაანახებს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობას ეკონომიკური  საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარებიან შემდეგ საკითხებში:

  1. ინფორმაციის მომზადება და განთავსება ისეთ ვებ-გვერდებზე, საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული ეკონომიკური სარგებლის მიღება. მაგალითად, გასაყიდი პროდუქტის amazon.com-ზე, mymarket.ge-ზე ან myauto.ge-ზე განთავსება;
  2. სასურველი პროდუქტის მოძიება და ყიდვა ინტერნეტ გვერდებზე;
  3. ინფორმაციის გავრცელება/გაზიარება სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის. მაგალითად, youtube.com, myvideo.com, facebook.com და სხვა.

3. კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

საინფორმაციო-ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებასთან ერთად, კომპიუტერული ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს კონკრეტულ მომსახურებებს და გაუწევს საკონსულტაციო დახმარებას. კერძოდ, ცენტრი ითანამშრომლებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან, საჯარო რეესტრის სააგენტოსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, და სხვა ორგანიზაციებთან. ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ ამ და სხვა ორგანიზაციების ონლაინ მომსახურებებს და გაწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკითხებზე.

გარდა ამისა, კომპიუტერული ცენტრი ითანამშრომლებს კერძო სექტორთან - ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ამანათების გადამზიდავ კომპანიებთან, ინტერნეტ და კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენლებთან და ხელს შეუწყობს სოფელში მათი მომსახურებების მიწოდებას.

 

კანდიდატების შერჩევა

კომპიუტერული ცენტრში დასაქმებული პირი შერჩევა მოხდება ღია კონკურსით, რომელშიც მონაწილეობის მიღება ორი მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია. შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატთა გადარჩევა თანდართულ ანკეტაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ხოლო

მეორე ეტაპზე – კომპიუტერის ცოდნის მინიმალური უნარ–ჩვევების გადამოწმების საფუძველზე. 

შერჩეული კანდიდატები მუშაობის დაწყებამდე გაივლიან საორიენტაციო ტრენინგს, სადაც დეტალურად განიხილება კომპიუტერული ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. 

შერჩეულ კანდიდატებს კომპიუტერული ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთის: 

  • უფასოდ გადაეცემათ 3 კომპიუტერი და დამხმარე ტექნიკური საშუალებები; 
  • ექნებათ უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში; 
  • ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსუტლაცია ბიზნესის წარმოების, შესათავაზებელი სერვისებისა და სხვა საკითხების შესახებ;
  • კომპიუტერული ცენტრისთვის შერჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება შერჩევის ეტაპის დასრულებამდე შეაგროვოს სოფლის მცხოვრებთა საკონტაქტო მონაცემები და მოახდინოს მათი ინფორმირებულობა პროექტის შესახებ. 

კომპიუტერული ცენტრის ძირითადი შემოსავლის წყაროა მომსახურებების გაწევის სანაცვლოდ მიღებული თანხა. ბიზნესის გაფართოებისა და დამატებითი შემოსავლის მისაღებად, წინასწარ განსაზღვრული მომსახურებების გარდა, ცენტრის თანამშრომლებს უფლება აქვთ აწარმოონ ნებისმიერი სხვა კერძო მომსახურება (რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის პროექტის მიზნებთან).

 

კომპიუტერულ ცენტრში იკრძალება:

  1. არაშემეცნებითი, გასართობი თამაშები;
  2. სპირტიანი სასმელების და თამბაქოს გაყიდვა ან მოხმარება;
  3. აზარტული თამაშები.

View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box