Thursday July 20, 2017

გლობალური კონტექსტი


ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო გავრცელება, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, იწვევს სოციალური სტრუქტურების ურთიერთობების ტრანსფორმაციას. რადიკალურად იცვლება ეკონომიკური, სამოქალაქო, საგანმანათლებლო სისტემები და მიდგომები. 

ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა სამყარო ერთ “გლობალურ სოფლად” (Global Village) აქცია, სადაც დროისა და სივრცის “შეკუმშვის” ხარჯზე, პლანეტის თითოელი მკვიდრი ერთ ქსელში ჩართულ, ურთიერთ გადაჯაჭვულ მექანიზმად  იქცა და  განუზომლად გაზარდა თითოეულის ჩართულობის ხარისხი და შესაძლებლობები საკუთარი თავის რეალიზაციისა და განვითარებისათვის.

ელ-კომუნიკაციის (ელფოსტა, სოციალური ქსელები...), ელ-სწავლების (დისტანციური, შერეული...), ელ-კომერციის  სისტემები, სამთავრობო თუ საზოგადოებრივი ვებ-სერვისები სრულიად ცვლის ნოოსფეროს, ადამიანის მოქმედების არეს და იგი ახალ, გაფართოებულ რეალობაში (Augmented reality) გადაყავს.


View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box