Thursday July 20, 2017

ახალი გამოწვევები


ტექნოლოგიური ცვლილებები ბუნებრივად იწვევს საზოგადოებრივი სტრუქტურების ტრანსფორმაციებს. აჩენს ახალ შესაძლებლობებს და ახალ რისკებს. 

დღევანდელი ეკონომიკის მთვარი რესურსი ინფორმაცია და ცოდნაა, შესაბამისად "ცოდნის ეკონომიკა" ითხოვს თანამედროვე კომპეტენციების მქონე ადამიანურ რესურსებს, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და გარემოს.

ისევე, როგორც XIX საუკუნეში ქართული პოსტაგრარული საზოგადოება იდგა ახალი გამოწვევის წინაშე - მოეხდინა საკუთარი თავის რეგენეზისი ახალი ინდუსტრიული ერის შესაბამისად, ასევე, ახლა ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა საზოგადოებიდან  ცოდნის საზოგადოებად.

ჩვენი საზოგადოების, მისი თითოეული წევრის წარმატებისა და განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფორმაციული ერისათვის საჭირო კომპეტენციების ფლობა, რადგან მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება საკმარისი არ არის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური გარემოს ფორმირებისა და განვითარებისათვის.

თუ XIX საუკუნეში ჩვენი საზოგადოების წინაშე იდგა წერა-კითხივს ცოდნის აუცილებლობა, დღეს ჩვენ ინფორმაციული ერის გამოწვევების - ციფრული ჩამორჩენილობის დაძლევის წინაშე ვდგავართ.

საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი თითოეული სუბჯგუფის წევრისათვის, რაც შეიძლება მეტად უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და შესაძლებლობებზე წვდომა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პერიფერიებში - სოფლად მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მარგინალიზაციის რისკის მქონე ჯგფებისათვის ამგვარ შესაძლებლობებზე წვდომის უზრუნველყოფით, მათი შემდგომი მარგნალიზაციის თავიდან აცილება და სრულფასოვანი რეინტეგრაციისა და განვითარების გარემოს შექმნა. ყოველივე ეს ემსახურება საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას.

საზოგადოებრივი თანამშრომლობითი მექანიზმების განვითარებისა და ნაციონალური კონსენსუსის გზით მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. სტატეგიამ ხელი უნდა შეუწყოს არსებული რესურსების (ქვეყნის შიდა და გარე) მობილიზაციას, მიმდინარე ტრანსფორმაციების გადააზრებას, მოქნილი, მდგარადი საპასუხო მიდგომებისა და აქტივობების შემუშავება-რეალიზაციას.  

 


View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box