Sunday November 19, 2017

ხედვა

თანამედროვე სამყაროში ადამიანთა კეთილდღეობა ემყარება მდგრად ეკონომიკას, განვითარებულ სოციალურ და კულტურულ გარემოს, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალ ხარისხს. ამ ღირებულებათა უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია სრულყოფილი, თანამედროვე განათლების მქონე საზოგადოება, რომელშიც თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს მისი პოტენციალის მაქსიმუმს, რაც წარმოუდგენელია კომპიუტერისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საყოველთაო ცოდნის გარეშე. 

მისია

საზოგადოებრივი თანამშრომლობითი მექანიზმების განვითარების, საზოგადოების შიდა და გარე რესურსების მობილიზაიციისა და ციფრული წიგნიერების, ინოვაციების გავრცელების გზით, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების შექმნა და ამგვარად, გლობალური ეკონომიკურ, კულტურულ სისტემებში ინტეგრირებული ცოდნის საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

მიზნები

  • კომპიუტერის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის გავრცელება;
  • ქვეყანაში კომპიუტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • სამოქალაქო ინიციატივების წახალისება კომპიუტერის და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის, გამოყენებისა და გავრცელების საქმეში.

View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box