Sunday November 19, 2017

საზოგადოების წევრობა 

საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს საზოგადოების მიზნებს და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში. 

პირის საზოგადოების წევრად მიღებისა და საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მმართველი საბჭო. 

საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს მმართველ საბჭოს.

დაუშვებელია საზოგადოების წევრობის მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა.

საზოგადოების წევრს უფლებამოსილება უწყდება:

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ აღიარების, ასევე გარდაცვლილად გამოცხადებისას;
  • გარდაცვალების/ლიკვიდაციის შემთხვევაში;
  • კანონმდებლობით ან საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
საზოგადოების წევრი შეიძლება გარიცხული იქნას საზოგადოებიდან:
  • თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადოების მიზნებს ან ლახავს საზოგადოების რეპუტაციას;
  • თუ უხეშად არღვევს საზოგადოების წესდებას;
  • კანონმდებლობით ან მმართველი საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
წევრობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ვებ-რეგისტრაცია

View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box